დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+995 599317400 emailvwines@vwines.co
ქარვისფერი ღვინო

ქისი - ქვევრის ქარვისფერი მშრალი ღვინო

30n

სექტემბრის პირველ დეკადაში სიმწიფის პიკზე მყოფი ქისი ჯიშის ყურძენი ხელით იკრიფება ყუთებში. კლერტის ნაზად გაცლის შემდგომ ყურძენი გადადის ქვევრში, სადაც დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს დუღილის პროცესი. შემდგომ ეტაპზე ხდება ქვევრების შევსება და დალუქვა 6 თვიანი მაცერაციისთვის. გაზაფხულისთვის ხდება ნაწილი ღვინის მსუბუქი ფილტრაცია და ბოთლებში ჩამოსხმა ხოლო ნაწილი ღვინო   გადადის უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში რამდენიმე თვით დასავარგებლად, რის შემდეგაც უკვე ხდება ბოთლებში ჩამოსხმა. ქარვისფერი ღვინო,  მდიდარი ტროპიკული ხილის ტონებით. თეთრი ატმის პირველი გემო, რომელიც ბუნებრივად გადაიზრდება მანგოს და ანანასისთვის დამახასიათებელ ელეგანტური ტონალობებში, დაბოლოვება ხანგრძლივია აბრეშუმისებრი ტანინების თანხლებით. ალკოჰოლი 12%; ყურძნის ჯიში: ქისი 100%.  ყურძნის მოსავლიანობა: 6-7 ტონა ჰექტარზე.