სექტემბრის პირველ დეკადაში სიმწიფის პიკზე მყოფი საფერავის ჯიშის ყურძენი ხელით იკრიფება ყუთებში. კლერტის ნაზად გაცლის შემდგომ ყურძენი გადადის ქვევრში, სადაც დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს დუღილის პროცესი. შემდგომ ეტაპზე ხდება ქვევრების შევსება და დალუქვა 6 თვიანი მაცერაციისთვის. გაზაფხულისთვის ხდება ნაწილი ღვინის მსუბუქი ფილტრაცია და ბოთლებში ჩამოსხმა ხოლო ნაწილი ღვინო გადადის უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში რამდენიმე თვით დასავარგებლად, რის შემდეგაც უკვე ხდება ბოთლებში ჩამოსხმა. ფერი: მუქი წითელი. სურნელი: ინტენსიური მწიფე წითელი ხილის არომატი მენთოლის ტონებით. გემო: გემო რბილი და ცოცხალია, იმეორებს სურნელის პროფილს. დაბოლოვებაში გამოხატულია ტკბილი ტონები და ახალგაზრდა ტანინები. ალკოჰოლი 13.5%; ყურძნის ჯიში: საფერავი 100%. ყურძნის მოსავლიანობა: 5-6 ტონა ჰექტარზე.