დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+995 599317400 emailvwines@vwines.co
ქარვისფერი ღვინო

ხიხვი - ქვევრის ქარვისფერი მშრალი ღვინო

30n

სექტემბრის პირველ დეკადაში სიმწიფის პიკზე მყოფი ხიხვის ჯიშის ყურძენი ხელით იკრიფება ყუთებში. კლერტის ნაზად გაცლის შემდგომ ყურძენი გადადის ქვევრში, სადაც დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს დუღილის პროცესი. შემდგომ ეტაპზე ხდება ქვევრების შევსება და დალუქვა 6 თვიანი მაცერაციისთვის. გაზაფხულისთვის ხდება ნაწილი ღვინის მსუბუქი ფილტრაცია და ბოთლებში ჩამოსხმა ხოლო ნაწილი ღვინო   გადადის უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში რამდენიმე თვით დასავარგებლად, რის შემდეგაც უკვე ხდება ბოთლებში ჩამოსხმა. ფერი: ქარვისფერი. არომატი:  საინტერესოდ ვითარდება თეთრი შრალი ხილის: ვაშლის, კომშის, ნესვის და ასევე სხვადასხვა სანელებლების მკვეთრი სურნელი,  გამომშრალი მერქნისა და გამხმარი ბალახების სურნელით. გემო: სხეულიანი, მაღალექსტრაქტული ღვინოა. ხიხვისთვის დამახასიათებელი ძლიერი ტანინები და ცოცხალი, ხალასი მჟავიანობა ღვინოს ჰარმონიულობას ანიჭებს. ალკოჰოლი 13%;. ყურძნის ჯიში: ხიხვი 100%.  ყურძნის მოსავლიანობა: 5-6 ტონა ჰექტარზე.